სიკვდილი “სიქათქათეში”

სიგარეტის კოლოფზე წარწერა “მოწევა კლავს” უკვე ყველასთვის ნაცნობია. ვინმეს გინახავთ სარეცხი საშუალების კოლოფზე წარწერა “სასიკვდილოა?”, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ამ წარწერას რომ იმსახურებს, ამის წაკითხვისთანავე დარწმუნდებით.
ჩვენს მოქალაქეებს რომ დაუსვათ კითხვა: რამდენად უსაფრთხოა ის სარეცხი საშუალებები, რომელსაც ოჯახში იყენებთ, ასეთ სურათს მიიღებთ: 70% ამაზე არ დაფიქრებულა და იყენებს ჩვეულებრივ რაც სავაჭრო ქსელშია, ძირითადად არჩევანს აკეთებს რეკლამის, ნაცნობების და გამყიდველის რჩევით; 20% იცის რომ გარკვეულ საფრთხეს შეიცავს რადგან ქიმიურია, მაგრამ მაინც იყენებს, ვიაიდან სხვაგვარის არსებობა არ იცის; 9,5% იცის მისი მავნებლობის შესახებ და ეძებს ალტერნატივას, თუმცა ვერ ახერხებს; მხოლოდ 0,5% ეძებს აქტიურად უსაფრთხო საშუალებებს და ნაწილობრივ იყენებს.
აქედან გამომდინარე ამ ასპექტში სიგარეტის წევაზე ბევრად უფრო საგანგაშო მდგომარეობაა. სარეცხი საშუალებების მავნე ზემოქმედება ვრცელდება როგორც მწევლებზე, ისე არამწევლებზე და ასაკიც შემოფარგლული არაა.
მსოფლიო მეცნიერული კლასიფიკაციით სარეცხი საშუალებები განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ყველაზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს მათ შორის, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებაშია.
ჰიგიენის სპეციალისტებმა დაასკვნეს, მეტნაკლებად (და არა სრულიად) უსაფრთხოდ ითვლება ის სარეცხი ფხვნილები, რომლებიც არ შეიცავს ქიმიურ კომპონენტებს: ფოსფატებს, ქლორს, სულფატებს, სილიკატებს, ბორს. ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (anionic surfactants, ПАВ) არ უნდა აღემატებოდეს 2%, ერთი სახის არაიონურები – 3%, ტოქსიკურ მჟავათა მარილები -1%, კათიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 2%, სინთეტიკური არომატიზატორები – 0,01%;
ახლა კი გავერკვეთ, რის მაქნისებია ეს ნივთიერებები.
‘ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები” წარმოადგედგენს სინთეტიკურ საპონს. მასთან კონტაქტი ორგანიზმში ცვლის ჟანგვა-აღდგენითი პროცესების ინტენსივობას, არღვევს ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლას, ანადგურებს უჯრედებს, ასუსტებს იმუნურ სისტემას, იწვევს ალერგიას, აზიანებს ტვინს,, ღვიძლს, თირკმელებს, ფილტვებს, ცვლის სისხლის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებს. მეცნიერული ფაქტია: 100 გრამი ეს ნივთიერება კლავს ცხენს 24 სათის განმავლობაში.
ფოსფატები სარეცხ ფხვნილებში იხმარება წყლის დამარბილებლად, ანუ იცავს თქვენს სარეცხ მანქანას ნადუღისაგან, ხელით რეცხვისას რომ წყლის სირბილეს გრძნობთ, მისი დამსახურებაა. სამაგიეროდ რას გიშვრებათ თქვენ? ფოსფატები უფრო მეტად ტოქსიკურს ხდის ანიონურ “ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს” , იწვევს რა კანის გაუცხიმოვნებას და გამოფიტვას, გზას უხსნის სხვა ქიმიურ ნივთიერებს ორგანიზმში შესაღწევად. ფოსფატების წყალობით ‘ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები” მყარად ეჭიდება ქსოვილის ბოჭკოებს და მისი ჩამორეცხვა ცხელ წყალში მრავალჯერ გავლებითაც კი შეუძლებელია, მით უმეტეს თუ ქსოვილი მსხვილი ნაქსოვია. ამის გამო ტანსაცმლიდან, ლოგინის თეთრეულიდან მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები შეიწოვება კანთან შეხებით და აკეთებს თავის დამანგრეველ საქმეს. ფოსფატები გარემოზე ახდენს ძალიან დიდ უარყოფით გავლენას, ამიტომ გერმანიაში დამატება სარეცხ ფხვნილებში კანონითაა აკრძალული, სხვა ქვეყნებში კი საგრძნობლად შეზღუდული.  ევროკომისიამ 2013 წლამდე მისცა ვადა მწარმოებლებს რომ მთლიანად ამოიღონ სარეცხი საშუალებების შედგენილობიდან ფოსფატები.
სარეცხ ფხვნილებში ტრადიციულ დანამატს წარმოადგენს ამაქაფებელი. ფერადი მარცვლები ფხვნილში ამაქაფებლებია, მას მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა გააჩნია, სხვაფრივ რეცხვაში არ მონაწილეობს, სამაგიეროდ ქიმიურად უფრო აძლიერებს სარეცხი ფხვნილის მავნე ზემოქმედებას. ასე რომ თუ სარეცხი ფხვნილი ნაკლებ ქაფიანია, ამაზე გული არ დაგწყდეთ. ფხვნილებს კიდევ ემატება სხვადასხვა მათეთრებლები, ენზიმები, არომატიზატორები და ასე წარმოიქმნება მთელი ბუკეტი მომშხამავი ნივთიერებების.
რა მდგომარეობაა ჩვენს ბაზარზე? ნიმუშად ავიღოთ რამდენიმე ჩვენში პოპულარული სარეცხი ფხვნილი:
1. “სისუფთავის გარანტია” “ტაიდი”, წაიკითხეთ კოლოფზე მისი შედგენილობა: ანიონური სურფიტები, ანუ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (anionic surfactants) 5-15%, ანუ 2,5-7-ჯერ მეტი ევროპაში დაშვებულზე, კათიონური სურფიტები – 5%, ანუ 2,5-ჯერ მეტი დაშვებულზე. სხვა ნივთიერებებს რაოდენობა არ უწერია.
2. “ბიმაქსი” – ანიონური სურფიტები, ანუ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (anionic surfactants) 5-15%, ანუ 2,5-7-ჯერ მეტი ევროპაში დაშვებულზე, კათიონური სურფიტები – 5%, ანუ 2,5-ჯერ მეტი დაშვებულზე, ფოსფატები- 15-30%, ანუ ეს ის ფოსფატებია, რომელთა მოხმარება გერმანიაში საერთოდ აკრძალულია.

 

 

როგორც ხედავთ, პრაქტიკულად ყველა საშუალებაში ნივთიერებათა ქიმიური შედგენილობა რამდენჯერმე აღემატება ევროპაში დასაშვებ ნორმას, ბევრ ნივთიერებას საერთოდ არ უწერია რაოდენობა, ე.ი. უნდა იგულისხმოთ რომ ისინიც საკმაოზე მეტია.

რა ვიღონოთ?
ვინც ვერ ეშვება ტრადიციულ ფხვნილებს, აუცილებლად უნდა იხმაროს რეზინის ხელთათმანები, რეცხვისას რეკომენდირებულია სარეცხის ხუთჯერ ცხელ (50-60გრადუსი) და ორჯერ ცივ წყალში გავლება. ეს თითქმის სამჯერ აძვირებს მანქანით რეცხვის ხარჯს, თანაც ბოლომდე დაზღვეული არ ხართ, ამიტომ ლოგიკურია უფრო ძვირის გადახდა ჯანმრთელობისათვის უვნებელ სარეცხ საშუალებაში. ცალკეულმა ექსპერიმენტატორებმა მოიფიქრეს სარეცხი საპნის გახეხვა და ფხვნილის მაგიერ იმის ჩაშვება სარეცხ მანქანაში. ფართი, სადაც სარეცხს რეცხავთ, კარგად უნდა ნიავდებოდეს.

Leave a comment

Filed under საოჯახო ჰიგიენისათვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s