ჩურჩხელა

ჩურჩხელა პირობითადაა ჩირების კატეგორიაში თვისობრივი მახასიათებლების გამო.

ჩურჩხელა ქართული ეგზოტიკური ნუგბარია. იგი შედგება ნიგვზის, თხილის ან ქიშმიშისა და ყურძნის ბადაგში მოდუღებული ხორბლის ფქვილისაგან. სასიამოვნო საჭმელია როგორც ახალ გამზადებული, ისე დაძველებული, როცა გარედან გადაიკრავს ყურძნის წვენიდან გამოყოფილ შაქრის თეთრ ფენას. ჩურჩხელა თვისობრივად უნიკალური, რთული პროდუქტია. იგი აერთიანებს ნიგვზისა და ბადაგის სასარგებლო თვისებებს. ერთი ჩურჩხელა სრულიად საკმარისია ადამიანის დასანაყრებლად და ვიტამინ-მიკროელემენტებზე დღიური მოთხოვნილების მნიშვნელოვანწილად დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს ბაზარზე ძირითადად შეხვდებით ფალსიფიცირებულ ჩურჩხელას (სავარაუდოდ 80%), რომლის დამზადებისასაც ყურძნის წვენის მაგიერ იყენებენ შაქრით მოდუღებულ სიროფებს და ამას ისე ტექნიკურად აკეთებენ, რომ ნაღდისგან ძალიან ძნელი გასარჩევია. ვინც ნაღდ ჩურჩხელას საბაზროდ აკეთებს, ის კიდევ დუღილს აკლებს ყურძნის წვენის ეკონომიის მიზნით და ასეთი ჩურჩხელა არც ტკბილია და არც რბილი (დაძველების შემთხვევაში). ცალკე საკითხია ჰიგიენური მხარე, რა პირობებშია გაკეთებული, შენახული. ამ მხრივაც გარკვეული კველევა ჩაატარეს ჩვენი კლუბის წევრებმა კახეთში და უნდა ითქვას რომ ასევე 80 % რბილად რომ ვთქვათ გულმიუსვლელია.

მაშ რა ვქნათ?

ვისგანაც ყიდულობთ ჩურჩხელას, ნდობას უნდა იმსახურებდეს…

Leave a comment

Filed under ჩირები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s