ნუში

შედგენილობა 100 გრ. პროდუქტში
ცილები 18,6 გრ
ცხიმები 54,2 გრ
ნახშირწყლები 16,9 გრ
მინერალები (რკინა, თუთია, მაგნიუმი) 3 გრ
ვიტამინი B1 0,5 მლ/გრ
ვიტამინი B2 0,01 მლ/გრ
ბეტა-კაროტინი 300 მლ/გრ
ვიტამინი ჩ 17 მგრ
ენერგეტიკული ღირებულება 640 კკალ

ყველაზე ელიტარული და პატივცემულია მსოფლიოში ლებნიან ნაყოფებს შორის. მას სამეფო კაკალსაც უწოდებენ. ეგვიპტეში ფარაონებისათვის მისართმევ პურს ნუშს უმატებდნენ. ძველ რომში ნუში ითვლებოდა ნაყოფიერების სიმბოლოდ, მას მიაწერდნენ სექსუალური ცხოვრების გახანგრძლივებას. აბრეშუმის გზაზე მოგზაურთა ძირითად საკვებს ნუში წარმოადგენდა. სწორედ მათი საშუალებით მოხვდა იგი ევროპაში.
ნუში წარმოშობით შუა აღმოსავლეთიდანაა. ამჟამად იზრდება ხმელთაშუაზღვიდან შუა აზიამდე, კალიფორნიაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში. ამჟამად ნუშის ყველაზე დიდი მწარმოებელია აშშ, ესპანეთი დგას მეორე ადგილზე. მნიშვნელოვან იმპორტიორებს წარმოადგენენ იტალია, პორტუგალია, თურქეთი და საბერძნეთი. საქართველოში ნუში კარგად ხარობს, მაგრამ ამინდის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და გაზაფხულის სიცივეები უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობაზე.
ნუშს ფართო გამოყენება აქვს კულინარიაში. მისი არომატული ნაყოფი სასიამოვნო გემოს აძლევს ნებისმიერ კერძს თუ ნამცხვარს, გამოიყენება ლიქიორების დასამზადებლად. ნუშის ზეთი მოიხმარება კოსმეტიკაში.
ნუში მდიდარია ორგანიზმისათვის აუცილებელი კომპონენტებით. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, შეუცვლელია კბილების, თმისა და კანის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის, ააქტიურებს ტვინის მუშაობას, შეუცვლელია ფეხმძიმე ქალებისათვის.
ნუშის რამდენიმე ლებანი ცვლის ბუტერბროდს დანაყრების თვალსაზრისით, ამავე დროს წონას არ მატებს ხელს უწყობს ლამაზი ფიგურის ფორმირებას. გამოიყენება ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, ბრონქიალური ასთმის, უძილობის, შაკიკის, კრუნჩხვების, ხველების, კუჭნაწლავის წყლულის, გასტრიტის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ.

 

Leave a comment

Filed under ლებნიანები

Leave a comment