რას ნიშნავს ორგანული პროდუქტი?

ეკო, ბიო, ორგანული ეს ტერმინები სინონიმებია და აღნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ამერიკის კონტინენტზე უფრო “ორგანული” იხმარება, ევროპაში “ბიო” და “ეკო”. ეკო პროდუქტი გულისხმობს მთელ პროცესს, დაწყებულს ფერმერის მიერ მოყვანით და გადამუშავებით დამთავრებული, როცა პროდუქტის წარმოებისას არ გამოიყენება შხამ-ქიმიკატები, ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები. განვითარებულ ქვეყნებში უკვე კარგად იციან ჯანმრთელობის ფასიც და ბიოპროდუქტების მნიშვნელობაც. ამ ქვეყნებში მიმდინარეობს კვების პროდუქტების წარმოების ეკოლოგიზაციის პროცესი მაგრამ დღეისათვის წარმოება მოთხოვნილების მხოლოდ მეხუთედს თუ აკმაყოფილებს. საბედნიეროდ საქართველოს ბევრ რეგიონში ბუნებრივი პირობები შემონახულია და ნატურალური პროდუქტების წარმოება ტრადიციულად არსებობს.
დღეს საქართველოში ვისაც არ ეზარება, ყველა აწერს თავის ნაწარმს “ეკოლოგიურად სუფთა” . ასე გვიხარებს გულს ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტები, რომლებიც იმპორტული რძის ფხვნილისგან მზადდება და ღმერთმა იცის საიდანაა ჩამოტანილი, ბრაზილიური შაქარი, უკრაინული წიწიბურა, ზეთი და კარაქი, თურქული ფქვილი, ტაილანდური ბრინჯი და სხვა.
შესაბამისი კანონმდებლობის უქონლობის გამო ვერც პასუხს მოსთხოვ ამგვარ მწარმოებელ-რეალიზატორებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისათვის, მორალური პასუხისმგებლობა კი ჩვენში გროშად ფასობს.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები მთელ მსოფლიოში 20-100%-ით ძვირია ჩვეულებრივ პროდუქტებზე. საქართველოს ბაზარი ჯერ მზად არაა ძვირფასი პროდუქტების ასათვისებლად, ამიტომ შემოდის ყველაზე დაბალი ხარისხის და შესაბამისად იაფი პროდუქტები. ჩვენში ჯერ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში არ ასულა ჯანსაღი პროდუქტების წარმოება, რაც საზოგადოების სიჯანსაღის აუცილებელი პირობაა. ეკოპროდუქტების მწარმოებელს სტიმული არ გააჩნია.
სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს საქართველოს ბაზარზე ძირითადი მწარმოებელი რეგიონებიდან შემოდის როგორც ნიტრატებით, ისე პესტიციდებით და მძიმე მეტალებით გაჯერებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ჩვენს მოსახლეობას პრაქტიკულად ალტერნატივა არ გააჩნია.

რამდენიმე წლის წინ დაიწყო მცდელობა გარკვეული ენთუზიასტების მიერ ბიოპროდუქტების ბაზრის ფორმირების, დღეს რამდენიმე სტრუქტურა ორგანიზებას უკეთებს ბიოპროდუქტების რეალიზაციას, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

Leave a comment

Filed under ეს უნდა იცოდეთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s