ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება სკოლებში

10.11.2010

”საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი” ახროციელებს პროექტს ”ცხოვრების ჯანსაღი წესის საწვლება სკოლებში”, რომელიც ხუთ საპილოტე სკოლას მოიცავს. პირველი ექსპერიმენტული სკოლა საპილოტე სკოლებს შორის ერთ-ერთია, სადაც პროექტი წარმატებით განხორციელდა. 

პროექტის მიზანია მოზარდების ინფორმირება და  ინფორმირების გზით დაავადებების პრევენცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოზარდებს შორის შეინიშნება ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული ინფორმაციის მკვეთრი დეფიციტი. ,,საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის’’ მიერ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნებია:

  • მოზარდებისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის შესახებ;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დარღვევით გამოწვეული დაავადებათა პირველადი პრევენცია;
  • მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული ცხოვრების ჯანსაღი წესის კომპლექსური სწავლების დანერგვა საქართველოში.

პროექტის ფარგლებში სკოლებში მოსწავლეებისთვის ტრენინგები და სემინარები გაიმართა, დარიგდა საგანმანათლებლო მასალა. პროექტის დასკვნით ეტაპზე პროექტის მენეჯერმა გიორგი გორგასლიძემ პროექტის პრეზენტაცია და ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შედეგები წარმოადგინა. ტრენინგში მონაწილე მოსწავლეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.

პრეზენტაციას და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი სერგო ქიტიაშვილი,  ”საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის” პრეზიდენტი ტრისტან ნიშნიანიძე და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დირექტორი, ლალი ყიფშიძე დაესწრნენ.

პროექტი დაფინანსებულია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ.

წყარო: http://www.mes.gov.ge/

1 Comment

Filed under ჯანსაღი ცხოვრების წესი

One response to “ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება სკოლებში

  1. განათლების სამინისტრო რომ წერს “ცხოვრების ჯანსაღი წესიო”, სხვას რა უნდა მოჰკითხო. პატივცემულნო, “წესი” არ შეიძლება ჯანსაღი იყოს, ჯანსაღი ცხოვრებაა და გამართეთ სტილისტურად თქვენი ნაწერები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s