ვაშლი

ხილის ხილი, ასე უწოდებს ვაშლს ზოგიერთი ხალხი. ვაშლის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს ბიბლიაც, მოგეხსენებათ რამხელა როლი ითამაშა მან ადამ და ევას ცხოვრებაში.
ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200.
ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, ჩ), წყალს (83-90%) და სხვა.
ვაშლი შეიცავს ასევე E ვიტამინს, თუთიასა და სპილენძს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც საუკეთესოდ მოქმედებს ფილტვებზე. მათ ვინც კვირაში ორზე მეტ ვაშლს მიირთმევს, ასთმით დაავადების რისკი 32% ნაკლები აქვს.
ვაშლით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ხილში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს.
რომელი ვაშლია სასარგებლო?
ამობენ, რომ მჟავე ვაშლი ტკბილზე სასარგებლოა. ანტონოვკის ტიპის ვაშლებში გაცილებით მეტია ს ვიტამინი, ვიდრე ტკბილ ჯიშებში. მაგრამ მჟავე ვაშლის ხშირმა გამოყენებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ქრონიკული გასტრიტი , ამიტომაც მომატებული სიმჟავის გამო უმჯობესია ტკბილი ვაშლი ამოირჩიოთ. ყვითელი ან წითელი ჯიშის ვაშლი გამოირჩევა კალიუმის მაღალი შემცველობით, რაც ძალზე სასარგებლოა გულის დაავადებისა და არტერიალური წნევის შემთხვევებში. ალერგიულებს უფრო მწვანე ვაშლი გამოადგებათ, რადგან იშვიათად იწვევს ალერგიულ დაავადებებს.
უზმოზე ერთი ფინჯანი ყავის ნაცვლად თუ ვაშლს მიირთმევთ, ტვინი და ორგანიზმი უფრო სწრფად გამოფხიზლდება და ტონუსში იქნება.
• თუ შაკიკის (მიგრენი) პირველი სიმფტომების დროს ვაშლს მიირთმევთ, თავის ტკივილის შეტევას თავიდან აიცილებთ.
• ძილის წინ ერთი ცალი ვაშლის მირთმევა მშვიდი და უშფოთველი ძილის გარანტიაა.
• ვაშლის დანით გარჩევა არაჩვეულებრივი ვარჯიშია . . . ტვინისთვის!
• თუ დღეში 3 ცალ ვაშლს მიირთმევთ, ადრეული დაბერება არ დაგემუქრებათ.
ვაშლი შეიცვას უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად: მასში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლნაკლებობისგან დაგიცავთ. 8-ჯერ უფრო მეტ იოდს შეიცავს ვიდრე ბანანი და 13-ჯერ უფრო მეტს ვიდრე ფორთოხალი. გარდა ამისა ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანისთვის რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს, ვინაიდან მას ორგანიზმიდან ზემეტი სითხე და მარილი გამოაქვს. ის დაბალ კალორიული ხილია და სწორედ ამიტომ იდეალური საშუალებაა დიეტის დროს. თუმცა, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს უმჯობესია ვაშლი მოთუშულ ვარიანტში მიიღოს, ვინაიდან ვაშლის სიმჯავემ შეიძლება კუჭის ტკივილები გამოიწვიოს.
ჰოლანდიელი და შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია ჟურნალში თჰორახ, ბავშვები, რომელთა დედები ორსულობისას ღებულობდნენ ვაშლს, გაცილებით ნაკლებად ავადდებიან ასთმით.
კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 2000 ქალი, შეისწავლეს დედის დიეტის გავლენა ბავშვების სასუნთქი გზების განვითარებაზე და მდგომარეობაზე, დაბადებიდან 5 წლის შემდეგ.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ქალებს, რომლებიც ორსულობისას ვაშლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ნაკლებად ჰყავთ ქოშინით ან ასთმით დაავადებული შვილები.
სხვა არც ერთი პროდუქტი (ჯანსაღი კვების) არ აღმოჩნდა ასეთი ეფექტური სასუნთქი გზებისათვის, როგორც ვაშლი.
ნაყოფის იმუნურ სისტემაზე ვაშლის ამგვარი ეფექტი გამოწვეულია მათში ფლავინოიდების მაღალი შემცველობით.
ამავე მეცნიერების მიერ დადგინდა, რომ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ თუთიას, ვიტამინებს А, Е, D, ასევე ამცირებენ ბავშვებში ასთმისა და ეგზემის განვითარების რისკს.
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელმაც თავისი სასარგებლო თვისებები აჩვენა, იყო თევზი. ის დედები, რომლებიც ორსულობისას მიირთმევდნენ თევზს, ბადებდნენ კანის ალერგიული დაავადებებისადმი ნაკლებად მიდრეკილ ბავშვებს.
ვაშლი განსაკუთრებით მდიდარია კოსმიური ენერგიით, მისი ათვისების ცოდნა ვაშლის მიღების ეფექტურობას აათმაგებს. ამასთან გაითვალისწინეთ, ვაშლის სასარგებლო თვისებების უმეტესი ნაწილი თავმოყრილია კანში, ამიტომ ეცადეთ იშოვოთ შეუწამლავი ვაშლი და ის მიირთვათ. ჩვენში ვაშლი არ იწამლება მესხეთში, რაჭაში, ზემო იმერეთში, თიანეთის მხარეს. აგრეთვე არ წამლავენ ის გლეხები, რომლებსაც რამდენიმე ძირი ხე უდგათ საოჯახოდ და ნაჭარბს ყიდიან.

ხალხურ მედიცინაში ვაშლს მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

* გახეხილი ვაშლის საფენები აცხრობს კანის ანთებას, აშუშებს დამწვრობას, მოყინულობას, ძნელად შეხორცებად წყლულებს.
* ყელის ანთებისას აიღეთ გახეხილი ვაშლი და ხახვი, ამდენივე თაფლი, ერთმანეთში აურიეთ და მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.
* გახეხილი ვაშლის გამონაწური შეიზილეთ თავის კანში – უხდება თავის ტკივილს.
* ხველებისა და ხმის ჩახლეჩისას სამი ცალი გაუფცქვნელი ვაშლი დაჭერით, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, დღეში 2-3 ჭიქა.
* გაციებისა და გრიპის დროს ვაშლი გახეხეთ, თხლად გადაუსვით ორკეც დოლბანდს და ტემპერატურის დასაწევად შუბლზე დაიდეთ.
* გასტრიტის დროს გათალეთ ორი ცალი მწვანე ჯიშის ვაშლი, ამოაჭერით გული, გახეხეთ და დილით ადრე მიიღეთ. ვაშლის მიღებამდე და მისი მიღების შემდეგ 4-5 საათის განმავლობაში ნურც დალევთ რამეს და ნურც შეჭამთ.

მკურნალობა ტარდება შემდეგი სქემით: პირველ თვეს – ყოველდღე; მეორე თვეს – კვირაში 2-3-ჯერ, მესამე თვეს – კვირაში ერთხელ.

* ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს 0,5 ლ ვაშლის წვენი გახსენით 75 გრამ თაფლში და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
* ვაშლის ქერქის ჩაი ამშვიდებს ნერვებს, ამცირებს ხველას და ყელის ჩახეხვის შეგრძნებას, ებრძვის ჭარბ წონას და სიმსუქნეს, აქვს შარდმდენი ეფექტი.
* ვაშლის ქერქი გაახმეთ და დააქუცმაცეთ. 1 ს. კ-ს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი და ჩაისავით დააყენეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 5-6 ჯერ.
* ტერფებზე ნახეთქების მოსაშორებლად ვაშლი წვრილად დაჭერით, ხარშეთ ცოტაოდენ რძეში ფაფად ქცევამდე, გააგრილეთ, სქლად დაიდეთ ნახეთქზე, დაიფარეთ დოლბანდი და 30 წუთით გაიჩერეთ.
* მეჭეჭების მოსაშორებლად კანი დაიზილეთ ახალგაჭრილი ვაშლის კიდით 3-4 წუთის განმავლობაში დღეში 5-6-ჯერ, ერთი თვე

ვაშლის ძმრის სიკეთე უკვე საქვეყნოდაა აღიარებული. საქართველოში არა მარტო რიგითი მოქალაქეები, ექიმებიც ხშირად იყენებენ პრაქტიკაში.
გამოყენებული წყაროები:  ეკოპროდუქტი,  http://ira-gar.blogspot.com, http://medgeo.net, www.mkurnali.ge
ვისაც  შინ გაკეთებული ნატურალური ვაშლის ძმარი აინტერესებს, დაუკავშირდეს ტელეფონზე 891 62 96 50

Leave a comment

Filed under ხილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s