ბად-ი – ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ადამიანი კაცობრიობის არსებობის მანძილზე ბუნებას ართმევდა იმას, რაც მას სჭირდებოდა, სანაცვლოდ კი არას უბრუნებდა. ამიტომ დღეს ვეღარ ვიღებთ საკვებიდან საჭირო რაოდენობით  ჩვენი ნორმალური სიცოცხლისა და განვითარებისათვის აუცილებელ 60 მინერალს, 16 ვიტამინს და 14 ძირითადი ამინომჟავას. ანუ თუნდაც ეკოლოგიურად სუფთა საკვები საკმარისი აღარაა ჯანსაღი ცხოვრებისათვის. ამ დეფიციტის შესავსებად მეოცე საუკუნის ბოლოს ჩნდება ცნება ბად-ი – ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ბად-ი – ეს არის ბუნებრივ ნივთიერებათა ნატურალური კონცენტრატები, რომელიც გამოყოფილია ცხოველური, მინერალური და მცენარეული ნედლეულიდან, ანდა მიღებულია ნივთიერებათა ქიმიური სინთეზის გზით და იდენტურია ბუნებრივი ანალოგების. განვითარებულ სამყაროში ბად-ი ადამიანის რაციონის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. ჩვენშიც ეს თემა სულ უფრო აქტუალური ხდება, შემოდის და ინერგება მრავალი უცხოური საშუალება.

უხსოვარი დროიდან არსებობს საქართველოში  სხვადასხვა დანამატების გამოყენების ტრადიცია. მაგ.: შავ ღვინოში დალბობილი პური, შავ ღვინოში მოდუღებული თაფლი, ნაფერდლის ქონი და თაფლი ერთად მოზელილი და სხვა. აგრეთვე სამკურნალო მცენარეები, რომლებიც თანამედროვე ბად-ის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
საქართველოს ბაზარზე რამდენიმე უცხოურ კომპანიას აქვს წარმოდგენილი თავისი პროდუქცია, რომლებიც ძირითადად ქსელური მარკეტინგის საშუალებით ვრცელდება.
შეგახსენებთ, ბად-ი არ წარმოადგენს ფარმაცევტულ პრეპარატებს, ის უვნებელია ადამიანისათვის, მაგრამ მისი გამოყენება სასურველია თქვენი ექიმის რჩევით, რომელმაც იცის, თუ თქვენს ორგანიზმს რა ესაჭიროება.

Leave a comment

Filed under საკვები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s