აპითერაპია

ფუტკრის პროდუქტები ადამიანისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი შედგენილობისა და თვისებების გამო განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. აპითერაპია, ანუ ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება.
საყოველთაო აღიარებას პოულობს ქართული თაფლი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი არომატით და ეგზოტიკური გემოთი. ეს განპირობებულია როგორც ქართული ფუტკრის უნიკალურობით, ისე იმ ყვავილების მრავალფეროვნობით, რომლისგანაც ფუტკარი ნექტარს იღებს.

ყვავილის მტვერი

რაც კი ფასეული გააჩნია მცენარეს, თავმოყრილია ყვავილის მტვერში. იგი შეიცავს ყველა ცნობილ ამინომჟავებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, გლუკოზიდებს, ფერმენტებს, ანტიბიოტიკებს, ზრდის სტიმულიატორებს და სხვა. ანუ ყველაფერ იმას, რაც ადამიანისათვის აუცილებელია ყოველდღიურად მისი სიცოცხლისათვის.
ყვავილის მტვერს ფუტკარი აგროვებს ბარტყის საკვებად. ესაა მილიონობით ნამცეცი, შეწებებული ნექტრით. მისი ფერი დამოკიდებულია მცენარეზე. რაც უფრო მრავალფეროვანია ყვავილის მტვერი, მით უფრო რთულია მისი ქიმიური შემადგენლობა და აქედან გამომდინარე მაღალია სამკურნალო თვისებები. ასევე სასიამოვნო სუნი მისი კარგი ხარისხის მაჩვენებელია.

ყვავილის მტვერს შემდეგი თვისებები გააჩნია:
აძლიერებს იმუნურ სისტემას;
არეგულირებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის მუშაობას (ნევროზი, ნევრასტენია, დეპრესია, უძილობა, ჩიყვი, ფარისებური ჯირკვლის ადენომა, შაქრიანი დიაბეტი);
ააქტიურებს ინსულინის გამოყოფის პროცესს კუჭქვეშა ჯირკვლიდან, რის გამოც ზალიან უხდებათ დიაბეტიანებს;
გარკვეულად ამცირებს სისხლის შედედებას;
ეხმარება ინფარქტის, ინსულტის, ჰიპერტონიის, გულის იშემიური დაავადებებისას, ტაქიკარდიის, არითმიის და სხვა შემთხვევებში;
ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, მათ შორის ღვიძლის ქსოვილისას. ეფექტურია ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას;
ხელს უწყობს ჰემოგლობინისა და ლეიკოციტების დონის ამაღლებას;
ამაგრებს კაპილარებს;
ამცირებს ქოლესტერინს სისხლში;
აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, რადიაციისგან დამცველი და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება;
აფერხებს მიკროორგანიზმების ზრდას ნაწლავებში და არეგულირებს მის ფუნქციას;
ეფექტურია თირკმელების ქრონიკული დაავადებისას;
აუმჯობესებს მადას. (წონის მატების თავიდან ასაცილებლად პარალელურად მიიღეთ ვაშლის ძმარი);
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლმდენი წყლულებისას ცნობილია დადებითი შედეგები;
ეხმარება ქირურგიული ოპერაციის და ინტოქსიკაციის შემდგომ პერიოდში;
ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას და აღადგენს მას გადაღლილობის დროს;
აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას, მამაკაცურ პოტენციას;
ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის უარყოფით გამოვლინებებს, რეგულარულად მიღების შემთხვევაში (თვეგამოშვებით) გამოირიცხება პროსტატიტის პრობლემა;
ახანგრძლივებს სიცოცხლეს;
ნაადრევი სიბერის, ასაკობრივი სისუსტის, მეხსიერების დაქვეითებისას იძლევა ძალიან კარგ შედეგებს;
აძლიერებს ნატურალური სამკურნალო საშუალებების ქმედებას;
განიჭებთ მხნეობას, გავსებთ ოპტიმიზმით განურჩევლად ასაკისა;
აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი, ეხმარება ინფექციური და გაციებითი დაავადებებისას, ბავშვებს მდგრადს ხდის დაავადებების მიმართ;
წარმოადგენს საუკეთესო კოსმეტიკურ მკვებავ საშუალებას (სახე დაიბანეთ თბილი წყლით, 3 გრამი ყვავილის მტვერი აზილეთ ცოტაოდენ თაფლში, წაისვით სახეზე, 3-5 წუთის განმავლობაში იზილეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. )

მიღება:
სპეციალისტების რჩევით მოზრდილი ადამიანის დღიური ნორმა 20 გრამია, დარტყმითი დოზა (მნიშვნელოვანი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას) – 32 გრამი;
ბავშვებისათვის 12 წლამდე 10-12 გრამი.
ცნობისათვის:
1 ჩაის კოვზი ძლიერ თავმობმის გარეშე იწონის 5 გრამს,
1 დესერტის კოვზი – 10 გრამს,
1 სუფრის კოვზი – 15 გრამს.

თავიდან უმჯობესია დაიწყოთ დღეში ერთი ჩაის კოვზით, ორგანიზმის კარნახით ან სპეციალისტის რჩევით რამდენიმე დღის შემდეგ გაზარდოთ დოზა. გაზრდილი დღიური დოზა სასურველია მიიღოთ ორ-სამ ჯერად, საუზმისა და სადილის წინ ნახევარი საათით ადრე. ძილის წინ მიღება მიზანშეწონილი არაა, ვინაიდან ყვავილის მტვერი ძლიერი მატონიზირებელი საშუალებაა და შესაძლოა არ დაგაძინოთ. ყვავილის მტვრის მიღებიდან 20-30 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ არავითარი სითხე.

მიღების ხერხები:
1. ნატურალური სახით – ჩაიდეთ პირში და წუწნეთ აუჩქარებლად, გაწოვა მთლიანად უნდა მოხდეს პირის ღრუში, რომ მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი.
2. თაფლში მოზელილი – მოზილეთ თანაბარი რაოდენობის თაფლში. ეს გაიოლდება თუ მტვერს წინასწარ დაფქვავთ ყავის საფქვავში.
3. მურაბასთან ერთად – თაფლის აუტანლობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიღება მურაბასთან ერთად;
4. ტკბილეულის აუტანლობის შემთხვევაში, აგრეთვე დიაბეტიანებმა შეიძლება მიიღონ კარაქთან ერთად;
ერთი თვის განმავლობაში მიღების შემდეგ გააკეთეთ შესვენება ერთი კვირიდან ერთ თვემდე.

შენახვა:
უნდა შეინახოთ მუქი ფერის ჭურჭელში ჰერმეტიულად. დროთა განმავლობაში ყვავილის მტვერი კარგავს თავის თვისებებს, ამიტომ გაზაფხულზე შეგიძლიათ უფრო მაღალი დოზა მიიღოთ.

მზადდება კრებული ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობის შესახებ. თუ თქვენ გაგაჩნიათ რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია ამ პროდუქტების გამოყენების პრაქტიკული შედეგების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

 

Leave a comment

Filed under აპითერაპია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s