Category Archives: ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჯანსაღი ცხოვრების ელემენტები

 

ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას. Continue reading

Leave a comment

Filed under ჯანსაღი ცხოვრების წესი

კონფერენცია- “მინერალური წყალი “ბორჯომი” და “ჯანსაღი ცხოვრების წესი”

2010 წლის 23-25 ოქტომბერს ბორჯომსა და ბაკურიანში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია მინერალური წყალი “ბორჯომი” და “ჯანსაღი ცხოვრების წესი”..
სრულად

Leave a comment

Filed under ჯანსაღი ცხოვრების წესი

ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება სკოლებში

10.11.2010

”საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი” ახროციელებს პროექტს ”ცხოვრების ჯანსაღი წესის საწვლება სკოლებში”, რომელიც ხუთ საპილოტე სკოლას მოიცავს. პირველი ექსპერიმენტული სკოლა საპილოტე სკოლებს შორის ერთ-ერთია, სადაც პროექტი წარმატებით განხორციელდა. 

პროექტის მიზანია მოზარდების ინფორმირება და  ინფორმირების გზით დაავადებების პრევენცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოზარდებს შორის შეინიშნება ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული ინფორმაციის მკვეთრი დეფიციტი. ,,საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის’’ მიერ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნებია:

  • მოზარდებისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის შესახებ;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დარღვევით გამოწვეული დაავადებათა პირველადი პრევენცია;
  • მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული ცხოვრების ჯანსაღი წესის კომპლექსური სწავლების დანერგვა საქართველოში.

პროექტის ფარგლებში სკოლებში მოსწავლეებისთვის ტრენინგები და სემინარები გაიმართა, დარიგდა საგანმანათლებლო მასალა. პროექტის დასკვნით ეტაპზე პროექტის მენეჯერმა გიორგი გორგასლიძემ პროექტის პრეზენტაცია და ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შედეგები წარმოადგინა. ტრენინგში მონაწილე მოსწავლეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.

პრეზენტაციას და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი სერგო ქიტიაშვილი,  ”საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის” პრეზიდენტი ტრისტან ნიშნიანიძე და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დირექტორი, ლალი ყიფშიძე დაესწრნენ.

პროექტი დაფინანსებულია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ.

წყარო: http://www.mes.gov.ge/

1 Comment

Filed under ჯანსაღი ცხოვრების წესი