ვაშლის ძმრის სიკეთე

პროფესორ დ. ჯარვისის წიგნის გამოქვეყნების შემდეგ როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ჩვენშიც ძალიან პოპულარული გახდა ვაშლის ძმარი. ათასობით ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე მისი სიკეთე, მაგრამ არიან უკმაყოფილონიც, ეს ძირითადად ის კატეგორიაა, რომელთა ორგანიზმმაც ინდივიდუალურად არ იგუა, ან გადაჭარბებული დოზა მიიღეს, ან ძალიან ხანგრძლივად უწყვეტად იღებდნენ და სხვა. ამ წიგნში თავმოყრილია ყველაზე მეტად გავრცელებული მოხმარების ფორმები.

გამოყენება

ზოგად ასპექტში:
თქვენს სამზარეულოში ღვინის ძმარი და ძმრის ესენციები შეცვალეთ ვაშლის ძმრით, თუ გსურთ ჯანსაღი საკვები მიაწოდოთ ორგანიზმს;
ჩაის ჭიქა ონკანის წყალში ჩასხმული ორი-სამი წვეთი ვაშლის ძმარი მას სასმელად ვარგისს ხდის;

სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის:

  • ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისაგან – დალიეთ დღეში 1-2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, განზავებულ 1 ჩაის ჭიქა წყალში, შეიძლება თაფლის დამატებაც. ვაშლის ძმრის მიღება სასურველია ჭამის წინ, რადგან იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და შლაკების დაგროვებას ეწინააღმდეგება;
  • ანგინა – 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ჩაასხით ერთ ჭიქა წყალში. ყელში გამოივლეთ ყოველ საათში ერთხელ. ხსნარი რამდენიმე წუთის განმავლობაში პირის ღრუში უნდა გააჩეროთ და შემდეგ გადაყლაპოთ;
  • კვების პროდუქტებით მოწამვლა – 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ერთ ჭიქა წყალში გაზავებული, მიიღება თითო ჩაის კოვზი ყოველ 5 წუთში;
  • დისბაქტერიოზი, კუჭნაწლავის ტრაქტის, თირკმელების, შარდისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები – 2 ჩაის კოვზ ვაშლის ძმრისა და ერთი ჩაის ჭიქა წყლის ნაზავის მიღებით დღის განმავლობაში მდგომარეობა უმჯობესდება;
  • ზედმეტი წონის დაკლება – უნდა ვსვათ 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრისა და ერთი ჭიქა წყლის ნარევი ჭამისას ყოველდღიურად. მიზანშეწონილია, ერთი დოზა მივიღოთ საუზმის დროს, მეორე – ვახშმობისას, მესამე კი ამ ორ პერიოდს შორის, როცა გვინდა;
  • ქრონიკული დაღლილობა და უძილობა – 2 ჩაის კოვზი თაფლი, რომელსაც დამატებული აქვს 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, მივიღოთ დღეში სამჯერ.
    დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა – ღვინის ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ძმრის ხსნარით ტანის დაზელვა;
  • უძილობა და სტრესული მდგომარეობა – 1 ფინჯან თაფლში გააზავეთ 5 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და ძილის წინ ერთი საათით ადრე მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი;
  • მაღალი ტემპერატურა – ტრადიციული ღვინის ძმრის გამოყენება საფენებსა და დაზელვისას შეცვალეთ ვაშლის ძმრით, ეს ორმაგ ეფექტს მოგცემთ;
  • კანის ფერმკრთალობა – სისხლის ნორმალური მიმოქცევის დროს კანი მოვარდისფროა. კანის სიმშრალე, ქავილი, სიფერმკრთალე ხშირად მჟავური შიმშილის ბრალია. საპნით დაბანის შემდეგ რეკომენდებულია ვაშლის ძმრით გაზავებული წყლის გადავლება კანის მჟავე რეაქციის გამოსაწვევად. 1 სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე;
  • კანის გამონაყარი (იმპეტიგო) – კანის დაზიანებულ ადგილს ვაშლის ძმარს უსვამენ დღეში ექვსჯერ;
  • ეგზემა – განუზავებელი ვაშლის ძმარი წაისვით კანზე დღეში ოთხჯერ და ღამეში 3-ჯერ. ეს პროცედურა გააქრობს ქავილსა და წვას;
  • კანის, თმისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადება – ეფექტურია განუზავებელი ვაშლის ძმრის წასმა დაავადებულ ადგილებზე 6-ჯერ დღის განმავლობაში;
  • გაძლიერებული ოფლიანობა – დუშის შემდეგ იღლიები და ფეხის ტერფები დაიზილეთ ვაშლის ძმრის ხსნარით (1,5-2 სუფრის კოვზი 0,5 ლიტრ წყალზე);
  • ღამის ოფლიანობა – სხეული ძილის წინ ვაშლის ძმრით უნდა დავიზილოთ;
  • ცრემლდენა – 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და ერთი წვეთი იოდი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში. ნაზავს კარგად მოურიეთ და დალიეთ დღეში ერთხელ ჭამის დროს. ამგვარი პროცედურა უნდა გააგრძელოთ ორი კვირის განმავლობაში;
  • სახსრების დაავადება – რეკომენდებულია თხევადი მალამო (შესაზელად), რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი სკიპიდარი და ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. ეს თხევადი მალამო შეიზილეთ მტკივან სახსრებთან;
  • დამწვრობა – განუზავებელი ვაშლის ძმრით კანის ზედაპირის დამუშავება ამცირებს ტკივილის შეგრძნებას;
  • ანემია (სისხლნაკლებობა) – 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ ჭამის წინ დღეში სამჯერ;
  • ვარიკოზული ვენების გაგანიერება, სიმძიმე ფეხებში – ვაშლის ძმარს შეიზელენ დილით და საღამოს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ აღინიშნება ვარიკოზული ვენების შევიწროება. ამასთანავე, დღეში ორჯერ სვამენ ერთ ჭიქა წყლისა და ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ნაზავს;
  • რადიკულიტი – ვაშლის ძმრით კარგად დაიზილეთ მტკივნეული ადგილი და თბილად შეიხვიეთ;
  • შხამიანი მწერის ნაკბენი – ერთ წილ ვაშლის ძმარს დაასხით ერთი წილი წყალი და რამდენჯერმე წაისვით ნაკბენ ადგილზე ან დაიდეთ ამ ნარევით დასველებული ტამპონი;
  • თავის ტკივილი, შაკიკი, გაციება – ვაშლის ძმრის ორთქლის აბაზანა. ცეცხლზე დადგით უჟანგი რკინის ქვაბი ვაშლის ძმრის და წყლის თანაბარი რაოდენობით. წყალი ნელა ადუღეთ. როცა მისი ზედაპირიდან ორთქლი დაიწყებს ამოსვლას, დახარეთ თავი ქვაბზე და იყავით ასეთ მდგომარეობაში, შეისუნთქეთ ორთქლი 4-5 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ რამდენიმე საათის შემდეგ;
  • თავის ტკივილი – ვაშლის ძმრის წყალხსნარში (თანაბარი ოდენობით) დასველებული ტილო დაიდეთ შუბლზე, ხელით შეიზილეთ საფერთქლებში, ყურების უკან და კისერზე;
    სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტონია) – მიიღეთ 1 ჭიქა წყალში განზავებული 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი;
  • ჩაიცვით ძმარში დასველებული ბამბის წინდები, ზევიდან გადაიცვით მშრალი წინდები და 15 წუთის შემდეგ გაიხადეთ. ამავე დროს აკონტროლეთ წნევა;
  • სახის და თვალების შეშუპება (ტომრები ქვემოდან) – ვაშლის ძმრის წყალხსნარში (თანაბარი რაოდენობით) დასველებული წინდები ჩაიცვით ძილის წინ და გაღვიძებისას გაიხადეთ;

გაფრთხილება:

• არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ გაუზავებელი ვაშლის ძმარი.
• ვაშლის ძმრის მიღების შემდეგ პირში გამოივლეთ თბილი წყალი, ვინაიდან ძმარი აზიანებს კბილის ემალს.
• ვაშლის ძმრის რეგულარულად მიღებისას საჭიროა წნევის კონტროლი, თუ წნევა ძალიან დაიწევს, შეწყვიტეთ მისი მიღება, ან დააბალანსეთ სხვა საშუალებით;
• კუჭის ლორწოვანი გარსის ეროზიის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში ექიმის გარეშე ნუ მიიღებთ ვაშლის ძმარს;
• თუ გაქვთ ვაშლის მიმართ ალერგია, ვაშლის ძმრის მოხმარება მიზანშეწონილი არაა;
• ენდეთ თქვენი ორგანიზმის კარნახს, რაიმე სახით გვერდითი მოვლენების შემთხვევაში შეამცირეთ დოზა ან საერთოდ შეწყვიტეთ მიღება;
• რეგულარული მიღება გარდა ცალკეული შემთხვევებისა მიზანშეწონილია ათი დღის განმავლობაში, შემდეგ მინიმუმ ოცი დღე შესვენება;
• ყველა ზემოხსენებული ეხება ნატურალურ, არარაფინირებულ, გაუფილტრავ ანუ შინაური ტექნოლოგიით, სასურველია თაფლით დამზადებულ ვაშლის ძმარს.

 

თუ თქვენ გაქვთ საინტერესო ინფორმაცია ვაშლის ძმრის მოხმარების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

ვისაც გსურთ შინაური, ნატურალური ვაშლის ძმრის შეძენა,

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე: 891629650, ლია.

ერთი ლიტრის ფასი 5 ლარი.

About these ads

Leave a comment

Filed under სხვადასხვა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s