ვიტამინები, როცა დეფიციტი აშკარაა

ვიტამინების ნაკლებობა გარეგნობაზე აისახება. კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობით შეიძლება იმის გარკვევა, ზუსტად რომელი მინერალი და მიკროელემენტი აკლია ორგანიზმს.
კანი
გამოშრა, ხშირად იქერტლება, ჭრილობები და ნაპრალები დიდხანს არ ხორცდება. ჩნდება ნაადრევი ნაოპჭები. უფრო უხეში ხდება კანი მხრებზე, მუხლებზე, იდაყვებზე.
რაშია პრობლემა: როგორც ჩანს, ორგანიზმი А ვიტამინის სერიოზულ დნაკლისს განიცდის. ეს ვიტამინი ეპიდერმისის განახლებაზე მუშაობს და მისი დეფიციტი, პირველ რიგში, სწორედ კანის მდგომარეობაზე აისახება.
რა უნდა ქნა: შეეცადეთ А ვიტამინით გაამდიდროთ მენიუ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მცენარეული წარმოშობის პროდუქტში ის ბეტა-კაროტინის სახიღაა, მისი ათვისებისთვის კი აუცილებელია ცხიმი. სწორედ ამიტომ სტაფილოს, რომელიც ბეტა-კაროტინის შემცველობით ჩემპიონადაა მიჩნეული, გამოყენება რეკომენდებულია არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად. აირჩიეთ ნარინჯისფერ-წითელი შეფერილობის ხილი და ბოსტნეული. ჩართეთ რაციონში თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტი.
დამატებით: კანის ნორმალური მდგომარეობისთვის აუცილებელია სხვა ვიტამინებიც, მაგალითად, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი С, ვიტამინი Е.

თმა
გახდა უფერული და მტვრევადი, დავარცხნისას ბევრი თმა რჩება სავარცხელზე.
რაშია პრობლემა: ამგვარად გვატყობინებს ორგანიზმი, რომ Е ვიტამინი (ტოკოფეროლი) არ ჰყოფნის. ამის მიზეზი უფრო ხშირად დაუბალანსებელი კვებაა.
რა უნდა ქნა: Е ვიტამინს პროდუქტების ფართო ასორტიმენტი შეიცავს და საჭირო ოდენობის ”დაგროვება” არც ისე რთულია: თხილი, ნიგოზი, არარაფინირებული ზეთი, ხიზილალა, კვერცხი, ხორბალი.
დამატებით: თმის ნორმალური მდგომარეობისთვის აუცილებელია, რომ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის В ვიტამინი მიიღოს, ასკორბინის მჟავა, რკინა, ფოსფორი და სხვა მინერალები.

ფრჩხილები
ცუდად იზრდება, იყოფა ფენებად, ფრჩხილის პლასტინაც უფერული და ულამაზო გახდა.
რაშია პრობლემა: ძნელია ერთი ვიტამინის გამოყოფა, რომლის ნაკლებობაც ასეთი სედეგით ხასიათდება. აქ ვიტამინების მთელი ”თაიგული” აკლია ორგანიზმს: Аდა Е, В ჯგუფი, ასკორბინის მჟავა, კალცი, მაგნიუმი და ა.შ. პრობლემა მხოლოდ ფრჩხილებს არ შეექმნებოდა, დააკვირდით კანსა და თმას. ასეთ კვალს უფრო ხშირად ხანგრძლივი დაუბალანსებელი კვებაა.
რა უნდა ქნა:
შეცვალეთ რაციონი, უფრო ჯანსაღი გახადეთ. ყოველდღიურად 500 გრამ ხილსა და ბოსტნეულზე ნაკლები არ მიიღოთ.
დამატებით: ყურადღება მიაქციეთ კომპლექსურ პრეპარატებს, რომლებიც ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელ რაოდენობას შეიცავს

თუ იცით, რომ ვიტამინებს…
უყვართ დილა
მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ორგანიზმი ყველაზე კარგად ვიტამინს დღის პირველ ნახევარში იღებს. ამასთან წყალში ხსნადები ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ, ცხიმში ხსნადები – ჭამის დროს. მეორეთა ჭარბად მიღებისას ორგანიზმს საფრთხე ექმნება, ამიტომ ინსტრუქცია ზედმიწევნით უნდა დაიცვათ.

არ უყვართ ნიკოტინი
მწეველებს განსაკუთრებით უჭირთ ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ბალანსი შეინარჩუნონ. ყოველი სიგარეტი შლის 100 მგ-მდე С ვიტამინს, ეს კი ზრდასრული ადამიანის დღიური ნორმის 1/10-ია. ამიტომ, რაც შეიძლება დროულად მიატოვეთ მოწევა, სხვა შემთხვევაში სილამაზეს დიდი საფრთხე ემუქრება. ამასთანავე, სიგარეტის კვამლი აზიანებს კანს, ადრეულ ნაოჭებს აჩენს და კბილებსაც ”თავისებურ” ელფერს სძენს.

სჭირდება ბაქტერიები
თუკი ვიტამინების კომპლექსს ხანგრძლივი დროის მანძილზე იღებთ და უკეთესობას ვერ გრძნობთ, პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ ორგანიზმი არ ითვისებს ვიტამინებს. ასეთი რამე ხდება ნაწლავების დისბაქტერიოზის დროს. მიკროფლორის ბალანსის აღდგენა შეიძლება, თუკი სასარგებლო ბაქტერიებით აღიჭურვება თქვენი ორგანიზმი, ასეთი სასარგებლო ბაქტერიები შედის პრეპარატ Linex-ში. ისე კი სჯობს ექიმის რჩევით შეარჩიოთ აუცილებელი პრეპარატი. ვიტამინების ათვისება უფრო ეფექტური იქნება.

შეუძლიათ ერთმანეთთან თანამშრომლობა
იმისთვის, რომ ვიტამინებმა იმუშაონ, ბევრ მათგანს დამხმარეები სჭრდება მათივე ვიტამინური წიაღიდან. მაგალითად, კალცის ასათვისებლად აუცილებელია ფოსფორი, ასკორბინის მჟავის აქტიურობას აძლიერებს В1 ვიტამინის არსებობა, ხოლო ვიტამინი А მარგანეცის არსებობის დროს არის კარგი ასათვისებელი. ასე რომ, როცა მიკროელემენტის ნაკლებობა იგრძნობა, საჭიროა მისი მიღება, მაგრამ რა გჭირდებათ ზუსტად მხოლოდ სპეციალისტმა იცის.

შეუძლიათ ერთმანეთთან მტრობაც
ბევრი ვიტამინისა და მინერალის ერთდროულად მიღება არ შეიძლება, ისინი აქტიურად იწყებენ ერთმანეთისთვის ხელის შეშლას. ასეთ ანტაგონისტებს მიეკუთვნებაასკორბინის მჟავა და თაფლი, ვიტამინი В1და რუტინი, რკინა და კალცი. მულტივიტამინური კომპლექსების მწარმოებლები ჩვეულებრივ, ამას ითვალისწინებენ. მაგრამ თუ დამოუკიდებლად განგიზრახავთ სხვადასხვა ვიტამინური პრეპარატის შეთავსება, აუცილებელია კომპეტენტურ პროვიზორთან კონსულტაცია, რომ ორგანიზმში ვიტამინურ-მინერალური ”უთანხმოებები” აიცილოთ თავიდან.

წყარო: http://miracle.ge/index.php?showtopic=5842

About these ads

Leave a comment

Filed under ვიტამინები, სილამაზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s